Please rotate your phone
რენა ეფენდი

რენა ეფენდი

© რენა ეფენდი. თხევადი მიწა. 2005-2010

თხევადი მიწა (2005-2010)


‘თხევადი მიწა’ მამაჩემთან, რუსტამ ეფენდისთან თანაავტორობით შევქმენი, რომელიც დისიდენტი მეცნიერი და ენტომოლოგი იყო და საკუთარი ცხოვრება საბჭოთა კავშირის მასშტაბით 30,000-ზემეტი პეპლის შესწავლას, მონადირებასა და შეგროვებას მიუძღვნა. 1991 წელს,მისი გარდაცვალების შემდეგ, კოლექცია აზერბაიჯანის ზოოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუტს ერგო მემკვიდრეობით და დიდი ნაწილი დაზიანდა. ზოოლოგიის ინსტიტუტის ჩაბნელებულ კორიდორებში ჩაკეტილი ათასობით შუშის ყუთებთან ერთად, რომელიც პეპლების მტვერს ინახავს, მისი კვლევის კიდევ ერთი ვიზუალური მტკიცებულებაცააშემონახული - გადაშენების პირას მყოფი პეპლების ორმოცდაათი ფოტოსურათი ხელნაწერისთვის, რომელიც მამას არასოდეს გამოუქვეყნებია.

 

მამაჩემის მკვდარი, მაგრამ წარმტაცი პეპლების გვერდით წარმოდგენილი ჩემი ფოტოები ასახავს  ცხოვრებას, დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ადგილებში, ბაქოსთან ახლოს, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ჩემს გონებაში, კონტრასტული სურათები ერთმანეთისკენმიიზიდება - როგორც მე მამაჩემისკენ. ამ წიგნზე მუშაობისას იგი უფრო კარგად გავიცანი, ვიდრე მის სიცოცხლეში მოვახერხე.

 

‘თხევადი მიწა’ იმ მოსახლეობის კოლექტიური პორტრეტია, რომელიც აბშერონის ნახევარკუნძულზე, სარისკოპირობებში, დაქცეულ ნავთობსა და ინდუსტრიულ ნარჩენებს შორის ცხოვრობს. ქალაქისა და საზოგადოების განაპირას გარიყულები, ნავთობის მინდვრებზე შეკოწიწებულ სახლებსა და მიტოვებულ ქარხნებში ცხოვრობენ; მათი რიცხვი იზრდება, რადგან ყოველ დღე ახალი ბავშვი ჩნდება. ბევრი მათთაგანი ლტოლვილია - სოფლის მოსახლეობა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და ქალაქში ჩამოვიდა, რომ სამსახური ეპოვნა და უსაფრთხოთ ეგრძნო თავი.

 

უკვე მესამე დეკადაა, რაც ისინი ასეთ არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ; მათ აღარ აქვთ სოფლები, მაგრამ მეტალის ნარჩენებში მაინც უვლიან საქონელს და სარეცხს ნავთობის საბურღ მექანიზმებზე კიდებენ. მიწა თხევადია მათი სახლების ქვეშ- მათი გადარჩენა ბუნდოვანია და მათი შვილების მომავალი გაუგებარი.

 

 

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე