Please rotate your phone
ლევან ხერხეულიძე

ლევან ხერხეულიძე

© ლევან ხერხეულიძე. შეიგრძენი ზღვის სული. 2017-2018


შეიგრძენი ზღვის სული

2017-2018


2011 წლის ნოემბერში, ბაქოში სტუმრობისას, ერთმა მეგობარმა, რომელიც თავადაც ფოტოგრაფია, ქალაქიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით კასპიის ზღვის სანაპიროზე წასვლა შემომთავაზა. დავეთანხმე. ჩავსხედით მანქანაში და დაახლოებით 45 წუთში მიტოვებულ პლაჟზე აღმოვჩნდით: ღრუბლიანი ცა, რბილი განათება, ძლიერი ქარი, მისგან გაპარტახებული ცარიელი ქოხები და ფორმადაკარგული მცირე ნაგებობები, სიცივე, უამრავი ქვიშაში ჩაფლული საბურავი, რამდენიმე მიტოვებული ძველი მანქანა და აბობოქრებული რუხი ტალღები.თითქმის 2 საათი გაუჩერებლად ვიღებდი და მხოლოდ მაშინ შევწყვიტე, როდესაც თითები იმდენად გამეყინა, რომ ფოტოაპარატს ვეღარ ვიმორჩილებდი. იმ მომენტში არც კი მიფიქრია, რომ გაუცნობიერებლად საკუთარ ავტოპორტრეტზე მუშაობა დავიწყე.

სხვადასხვა სეზონზე ჩასული, ყოველთვის მივდიოდი კასპიის ზღვისპირეთის სხვადასხვა პლაჟზე - თბილ პერიოდებშიც, ხალხით სავსე სანაპირო ზოლშიც კი ვახერხებდი გადამეღო ფიქრებში წასული ადამიანები, რომ არაფერი ვთქვა უამინდობაში გადაღებულ მიტოვებულ ლანდშაფტებზე. და უცებ მივხვდი, რომ ვიღებდი მარტოობას... საკუთარ მარტოობას! ოღონდ არა ტრაგიკულს, არამედ უნივერსალურს, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა ადამიანშია ღრმად ჩამარხული.
 

 

SPIRITS 

2000-2020

SPIRITS ლევან ხერხეულიძის პროტრეტების დიდ სერიას აერთიანებს, რომელზეც ფოტოგრაფმა 2000 წლიდან დაიწყო მუშაობა და დღესაც აგრძელებს. “მიყვარს ადამიანზე დაკვირვება, იმ მომენტის მოხელთება, როდესაც ყველაზე უკეთ ჩანს მისი ბუნება, უფრო ზუსტად, ის, რაც მხოლოდ მისია, რითიცაა უნიკალური ამ სამყაროში“, ამბობს ლევან ხეხეულიძე თავის როგორც პორტრეტისტის პრაქტიკაზე. და კდიევ: « მჯერა, ყველა ნამუშევარი ავტორის შინაგან სამყაროსაც გამოხატავს. ამიტომ ყოველი ფოტო ერთგვარი „ავტოპორტრეტიცაა“ და იმის ასახვა, თუ როგორ ეძებს ფოტოგრაფი თავის თავს სხვებში »

„ფოტოგრაფიის ამოცანაა, ადამიანს ადამიანი აუხსნას და ყოველ ადამიანს - თავისივე თავი“.
ედვარდ სტეიხენი

 

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

სასტუმრო „სტამბა„
მ. კოსტავას ქ. 14 თბილისი, 0108 საქართველო
+995 595 09 13 03
info@tpmm.ge

ვიზიტორებისთვის

ორშაბათი-პარასკევი 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00 დასწრება თავისუფალია

წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დარჩით კავშირზე